გვერდები
- Home
- ბლოგის შესახებ
- სამოდელო გაკვეთილები
- გარე დაკვირვების გეგმები
- გაკვეთილის რეფლექსიები
- კონფერენციები
- მეთოდოლოგიური ლიტერატურა
- პროფესიული განვითარება
- სქემები
- ჩემი კვლევები
- პროფესიული განვითარების სქემა
- ჩემი შექმნილი რესურსები
- კლუბის სამუშაო გეგმა
- პროექტები
- პრეზენტაციები
- გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკები
- წრეები
- კლუბი
- შეხვედრების უკუკავშირი
- eTwinning
Tuesday, February 26, 2019
Friday, February 22, 2019
Saturday, February 16, 2019
მოდი ვცადოთ PBL
წამიკითხავს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ (Project Based Learning), თუ როგორი ეფექტურია ის ბავშვების დასაინტერესებლად, მათ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად და რაც მთავარია, თუ როგორ იმდიდრებენ და იღრმავებენ მოსწავლეები ცოდნას ამ მიდგომით.
რას გულისხმობს კონკრეტულად პროექტული სწავლება?! ეს არის სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები სწავლობენ საგანს, რაიმე კონკრეტული, ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრის გზით. მათ აქვთ გამოწვევა, რომელიც ამ საგნის დახმარებით უნდა გადაჭრან. ეს მოიცავს, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამ საკითხზე მუშაობას. თითქოს, გაკვეთილების მიზანი ამ კონკრეტული პრობლემის გადააჭრაა და არა თვითონ სწავლების საგანი.
ანუ, მოსწავლეებს ისეთი ხანგრძლივი პრობლემა უნდა მივცე გადასაჭრელად, რისთვისაც ინგლისური ენა(ჩემი საგანი) მხოლოდ მიზნის მისაღწევი საშუალება იქნება, და ეს მიზანი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ ნიშანია. ხოდა, დავიწყე...
ხუთ სხვადასხვა კლასს ვასწავლი, მათგან ამოვარჩიე ერთ-ერთი (მე-8 კლ.) და გადავედი პროექტულ სწავლებაზე. მე-8 კლასის სახელმძღვანელოში ამჟამად გავდივართ ციფრულ ტექნოლოგიების თემას, ხოდა მეც მოსწავლეებს შევთავაზე შექმნან წყვილებში ბლოგები და იქ შეასრულონ მიცემული დავალებები. აქ ისტის მასწავლებელის ფუნქციაც შევითავსე. პირველ გაკვეთილზე ფოსტის შექმნა, იქედან ბლოგზე გადასვლა და დიზაინის შერჩევა ვასწავლე. პირველი დავალება მივეცი, საკუთარ თავზე მოკლედ უნდა დაწერონ სახელმძღვანელოში მოცემული მოდელის მიხედვით. ასევე, ბლოგზე უნდა წერონ მოკლე პოსტები, შესრულებულ დავალებასთან დაკავშირებით ე.წ. ელექტრონული დღიური აწარმოონ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ინგლისურად.
მეც შევქმენი ბლოგი, სადაც ყველა მათგანის ბლოგს მოვუყარე თავი. ეს ბლოგები იქნება მათი ელექტრონული პორტფოლიო, სადაც სემესტრის განმავლობაში ყველა ნამუშევარს განათავსებენ. აქ ატვირთავენ პრეზენტაციებს, რომელსაც კლასში გააკეთებენ, ვიდეოებს, რომელსაც კონკრეტულ საკითხზე გადაიღებენ და ა.შ.
ჩავთვალე, რომ ეს არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება და რა შედეგზე გავალ ვნახოთ სემესტრის ბოლოს.

Subscribe to:
Posts (Atom)
სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას
ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...