სამოდელო გაკვეთილები





მასწავლებელი

თამარ კასრაძე

საგანი

ინგლისური ენა
კლასი
XI
სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილის ტიპი
Ø  გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული
ეკოლოგიური წიგნიერება.
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს  გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასრაც იმას ნიშნავსრომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართშეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაშიაღნიშნული კომპეტენციების გავითარება მოსწავლეებში მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიურ პრობლემებთან გამკლავების მთავარი იარაღი გათვითცნოიერებული საზოგადოებაა

ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნისუნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობარომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწისროგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებასგარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებასადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაშიეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას.

თემა

Global warming

დრო
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 21 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.
გაკვეთილის მიზანი

მოსწავლემ უნდა შეძლოს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ვარაუდების გამოთქმა;
·         ვიდეო მასალის ანალიზი.
·         დასკვნის გამოტანა.

 გაკვეთილზე მოსწავლეები გააანალიზებენ ადამიანის მოქმედების უარყოფით შედეგებს გარემოზე და დასახავენ შესაძლო გადაჭრის გზებს.
შედეგები (ე.ს.გ)










უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე  (რეპორტაჟი,ინტერვიუ).
უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი  (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
  უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.


გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  მიზნები და შედეგი  

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს გლობალური დათბობის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გაგება.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს გაანალიზოს რას ნიშნავს სათბურის ეფექტი და რა შედეგები მოყვება მას.
·          მოსწავლემ უნდა დაისახოს პირადი მიზნები რაც გლობალური დათობის შემცირებისკენ იქნება მიმართული. 

შეფასება და თვითშეფასება

განმავითარებელი და თვითშეფასება.

·         შეფასება თვითშეფასების რუბრიკის გამოყენებით
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.

სასწავლო მასალა და რესურსები:

სახელმძღვანელოპროექტორი,კომპიუტერივიდეო-მასალამარკერებითაბახის ფურცლებიფლიფჩარტი,  დაფაცარცი.





მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: თამარ კასრაძე, 
საგანი: ინგლისური ენა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, დაინახოს საგანი, მოვლენა ახალი კუთხით; არ შემოიფარგლოს ფაქტების კონსტატაციით, ეძებოს მოვლენის მიზეზები და შესაძლო პასუხებიც განსაზღვროს. ამგვარი აზროვნების მქონე ადამიანს შეუძლიაორიენტირება ახალი ინფორმაციის ნაკადში; არსებითის,  საინტერესოს, თვითმყოფადის გამორჩევასიახლის ძიება და შექმნა. აქვს   განვითარებული წარმოსახვა და განსხვავებული/მრავალფეროვანი ინტერპრეტირების უნარი.
გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის  მიზნები და შედეგი :
·       მოსწავლე ხედავს საგნებს განსხვავებული კუთხით და იყენებს მათ ახლის შესაქნელად.
·       მოსწავლე ახერხებს რთული სიტუაციის კრიტიკულად შეფასებას და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას.

სწავლების საფეხური / კლასი: დV/ V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
გაკვეთილის თემა: Marshmallow Challenge 
გაკვეთილის მიზანი:
·       გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეეძლებათ ურთიერთ თანამშრომლობით ააგონ მაქსიმალურად მაღალი კონსტრუქცია.
·       გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეეძლებათ ზეპირად შეაჯამონ შესრულებული სამუშაო.
სტანდარტი და ინდიკატორი

უცხ..V.4.მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე

·       უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);

უცხ..V.17.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·       სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
·       ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·       სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას / აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა);


შეფასება :  განმავითარებელი ( ხელის ნიშნების აქტივობა; ზეპირი უკუკავშირი, სიგელი), თვითშეფასება(გასასვლელი ბილეთი)
წინარე ცოდნა : მოსწავლეებს შეუძლიათ ინსტრუქციების გაგება და აქვთ ელემენტარული სამეტყველო უნარ-ჩვევბი.

რესურსები : დაფა, პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი, მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, 60 ცალი სპაგეტი, 3 ქაღალდის წებოვანი ლენტა, 3 კოჭი ძაფი, 3 ზეფირი.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან

მიმართებით)
დრო (წთ)


აქტივობა # 1.  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
ვერბალური,
საერთო საკლასო

ჟურნალი
1 წთ

აქტივობა 2:   გამოწვევა (lead-in)
აქტივობის მიზანია მოსწავლეთა  ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ინჟინერის და რამდენიმე კოშკის ფოტოს ფოტოს და ტოვს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ფოტოებთან დაკავშირებით: რას ხედავენ ფოტოებზე?
რა საერთო აქვთ ამ ფოტოებს?
რა პროფესიის არის ეს ადამიანი?
  რას აკეთებენ ინჟინერები?

ვერბალური-ვიზუალური
 მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი,
ეს სასწავლო რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას.
2 წთ.

აქტივობა 2: მიზნის გაცნობა
აქტივობის მიზანია მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი
აქტივობის აღწერა 
მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ისინი დღეს იქნებიან ინჟინერები და მოუწევთ უჩვეულო მასალებით კოშკის აშენება ჯგუფებში. შემდეგ მოსწავლეებს გადათვლის პრინციპით გაანაწილებს 3 ჯგუფად.

ვერბალური

მთელი კლასი.
პროექტორი, კომპიუტერი
2 წთ.

აქტივობა 3:   თემის პრეზენტაცია
აქტივობის მიზანია  მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა შესასრულებელ სამუშაოზე.
აქტივობის აღწერა. მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს იმ მასალებს, რითიც უნდა ააგონ ნაგებობა: 20 ცალი სპაგეტი,  1 ქაღალდის წებოვანი ლენტი, 1 კოჭი ძაფი,  1 ცალი ზეფირი. 


ვერბალურ-ვიზუალური
მთელი კლასი

2 წთ.

აქტივობა 4: ინსტრუქტაჟი
აქტივობის მიზანია მოსწავლეთა წახალისება, განმავითარებელი შეფასების მიცემა, ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა 
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დეტალურ ინსტრუქციას, იქვე იღებს უკუკავშირს ინსტრუქციის გააზრებასთან დაკავშირებით.
ინსტრუქცია:
  • იმუშავებთ ჯგუფში.
  • გეძლევათ 20 წუთი.
  • უნდა ააშენოთ რაც შეიძლება მაღალი სტრუქტურა და კენწეროზე მოათავსოთ ზეფირი.
  • 20 წუთის შემდეგ გავზომავ. ვისი კოშკიც იქნება ყველაზე მაღალი, ის გუნდი იქნება გამარჯვებული და მიიღებს სიგელს.

ვერბალური,
მოდელირება,
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი.

 გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში.
7

აქტივობა 5:  პრობლემაზე მუშაობა
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ თანამშრომლობის საფუძველზე დასახონ ოპტიმალური გამოსავალი.
აქტივობის აღწერა 
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ე.წ. სამშენებლო მასალებს და თხოვს დაიწყონ მუშაობა ნაგებობაზე. მუდმივ მონიტორინგს უწევს ჯგუფების მუშაობას, ახსენებს წესებს საჭიროების შემთხვევაში.

ვერბალური.
კეთებითი
ჯგუფური

60 ცალი სპაგეტი, 3 ქაღალდის წებოვანი ლენტა, 3 კოჭი ძაფი, 3 ზეფირი.

20 წთ.

აქტივობა 6: ნამუშევრების წარდგენა
აქტივობის მიზანია მონაცემთა შეგროვება და გამარჯვებული გუნდის გამოვლენა
აქტივობის აღწერა 
მასწავლებელი ზომავს კოშკებს და დაფაზე ავსებს მონაცემთა ცხრილს.
გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს და გადასცემს სიგელს.

ვერბალური

მთელი კლასი.
მოსწავლეთა ნამუშევრები, მეტრიანი საზომი.
4 წთ.

აქტივობა 7: შეჯამება
აქტივობის მიზანია მოსწავლემ სათანადოდ გამოიყენოს ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები აჯამებენ მონაცემებს თუ რომელი კოშკია უფრო დიდი, უფრო პატარა, რომელია ყველაზე დიდი და რომელია ყველაზე პატარა.
ვერბალური
მთელი კლასი

4წთ.

აქტივობა 8: უკუკავშირი
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გააკეთონ თვითშეფასება
აქტივობის აღწერა 
მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთს.
წერითი

მთელი კლასი.
გასასვლელი ბილეთის შაბლონი დან.1
3 წთ.

ხელმოწერა: თ. კასრაძე
თარიღი:17.05.2019



No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...