Saturday, November 7, 2015

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის დაგეგმვისას დიფერენცირებული დავალებების არსი და აუცილებლობა. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლეების მახასიათებლები და მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის დაგეგმვის საშუალებასაც პროექტი გვაძლევს.

Sunday, November 1, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

   დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ღილაკების დამატება, დავამატეთ ლინკი "პორტფოლიო". ჩვენს მიერ Word-ში დამზადებული ბუკლეტები გადავიყვანეთ PDF ფორმატში და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოკზე link-ების მიმაგრება. გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუშები და ავტვირთეთ ბლოგზე, რათა კოლეგებმა ნახონ და შეძლონ თავიანთი რჩევების, შენიშვნებისა და სურვილების გაზიარება.
P.S. დღევანდელ ტრენინგზე დამკვირვებელიც გვყავდა – ბატონი კახა ჟღენტი.  (No extra excitement) 

მოსაწვევი ბუკლეტი

მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, October 31, 2015

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკები. კერძოდ, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებულ ცალკეულ აქტივობათა რუბრიკები და მთლიანი პროექტის შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ Google Drive-დან ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება და ასევე, Google+ ში გაზიარება.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, October 24, 2015

ინტელის ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მესამე დღეს დაგვევალა, ჩვენი პროექტისთვის მოგვეფიქრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. შემდეგ, გავეცანით ერთმანეთის ბლოგზე განთავსებულ ინფორმაციას და გავაკეთეთ კომენტარები.
  ასევე, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავაწყოთ სხვადასხვა დიზაინის ბუკლეტები Word-ის ფაილში. შემდეგ, ინდივიდუალურად შევქმენით ჩვენი პროექტების სარეკლამო–საინფორმაციო ბუკლეტები. საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

თემა
ფიფქია და შვიდი ჯუჯა 
ადაპტირებული სპექტაკლი

ზოგადი კითხვა:
რატომ იგონებენ ზღაპრებს?
თემატური კითხვა:
რა ძირითადი თვისებები ახასიათებთ ზღაპრის მთავარ გმირებს?
შინაარსობრივი კითხვები:
რა შეუძლია ფიფქიას?
როგორ მოახერხა ფიფქიამ პრობლემის დაძლევა?

Sunday, October 18, 2015

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

დღეს  დეტალურად განვიხილეთ კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული პროექტი "რომეო და ჯულიეტა". ვიმსჯელეთ პროექტის მახასიათებელ ნიშნებზე, შეფასების რუბრიკებზე, სხვადასხვა დიაგრამებზე, რომლის გამოყენებაც  დაგვეხმარება მოსწავლეთა შეფასებაში.  შემდეგ, ყველა მსმენელმა წარმოვადგინეთ იმ პროექტის მოკლე მონახაზი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ.
ასევე, დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს შინაარსი, ჩამოვტვირთეთ საჭირო დოკუმენტები და შევინახეთ ისინი ჩვენს მიერ წინასწარ შექმნილ თემატურ საქაღალდეებში.
სამუშაო პროცესი თანდათან უფრო საინტერესო ხდება.

Saturday, October 17, 2015

ინტელის ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

დღეს ძირითადად მიმოვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინფორმაციამ სამგანზომილებიანი პრინტერის შესახებ.
შევქმენით ინდივიდუალურად ბლოგები. დაგვევალა მოვიფიქროთ საგანმანათლებლო პროექტის თემა და გავაკეთოთ მისი მოკლე მონახაზი. ტრენერი ძალიან მეგობრული და დაუზარელი ჩანს და იმედია ბევრს საინტერესო იდეებს განვახორციელებთ.

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...