Sunday, October 18, 2015

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

დღეს  დეტალურად განვიხილეთ კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული პროექტი "რომეო და ჯულიეტა". ვიმსჯელეთ პროექტის მახასიათებელ ნიშნებზე, შეფასების რუბრიკებზე, სხვადასხვა დიაგრამებზე, რომლის გამოყენებაც  დაგვეხმარება მოსწავლეთა შეფასებაში.  შემდეგ, ყველა მსმენელმა წარმოვადგინეთ იმ პროექტის მოკლე მონახაზი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ.
ასევე, დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს შინაარსი, ჩამოვტვირთეთ საჭირო დოკუმენტები და შევინახეთ ისინი ჩვენს მიერ წინასწარ შექმნილ თემატურ საქაღალდეებში.
სამუშაო პროცესი თანდათან უფრო საინტერესო ხდება.

No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...