Saturday, March 17, 2018

ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტის შედეგებზე "ჩემეული დასკვნა" :)

    აშკარაა, რომ მასწავლებლის მიერ გაცემული ინსტრუქციები, მისი ლექსიკა თუ დამოკიდებულებები დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ცნობიერებასა და თვითშეფასებაზე. მიუხედავად იმისა, მასწავლებელი ამას აცნობიერებს თუ არა, ის მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის შეიძლება მისაბაძი მაგალითი იყოს და მის ქცევებს და დამოკიდებულებებს გადამდები ეფექტი ჰქონდეს.
    მოსწავლეებზე მასწავლებლის მხრიდან უდიდესი ზეგავლენის ნათელი მაგალითია ჯეინ ელიოტის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი.  მიუხედავ იმისა, რომ ვთვლი აღნიშნული ექსპერიმეტით მასში ჩართულმა მოსწავლეებმა გარკვეულ წილად ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს, შედეგი უაღრესად საგულისხმოა არამარტო პედაგოგებისთვსი, არამედ მშობლებისთვის, და ნებიემიერი სუბიექტისთვის, ვისაც რაიმე სახით შეუძლია ადამიანებს თავისი შეხედულებები მოახვიოს.  ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებს დადებითი ტერმინოლოგიით ვესაუბროთ და არა ნეგატიურით, ყურადღება გავამახვილოთ მათ ძლიერ მხარეებზე და დოზირებულად მივაწოდოთ სისუსტეების დაძლევის გზები, რათა თანდათანობით შეძლოს მარტივიდან რთულზე გადასვლა, საკუთარი უნარების განვითარება. ნათქვამია, თევზს ხეზე ასვლის სწავლებას თუ დაუწყებ, მთელი ცხოვრება თავი იდიოტი ეგონებაო. მასწავლებელი, უნდა დაეხმაროს მოსწავლეს აღმოაჩინოს და განივითაროს თავისი უნარები, შესძინოს საკუთარი თავის რწმენა, და ხედვა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.
   მასწავლებელი თავისი კეთილგანწყობით, ტოლერანტობითა და ემპათიით, სამაგალითო უნდა იყოს მოსწავლეებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არ შეიძლება ყველას ერთი საზომით ზომავდე. 
    გარდა სწორი თვითშეფასებისა, მასწავლებელს აქვს ძალა-უფლება მოსწავლეებს ასწავლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. გააკეთოს სწორი აქცენტები საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებისას, ასწავლოს მოსწავლეებს პატივი სცენ ერთმანეთს და დაიცვან წესები. სამომავლოდ კი, ეს ქცევა საკლასო ოთახს გასცილდება და ჯანსაღი საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...