უცნაური გრძნობა მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გაუქმება, თუ გადაგვარებასთან დაკავშირებით. ნუ რა თქმა უნდა კარგია, წლები რომ აღარ მოგიწევს ლოდინი და წინსვლის პერსპექტივა "ამ საათში" რომ შეიძლება, მაგრამ კრედიტების სისტემაც დარჩენილიყო არა მოჩქარეთათვის. როგორც იქნა, გავააქტიურეთ მასწავლებლები სკოლებში, აქ წრეო, იქ კლუბიო, არიქა პროექტიო, ტრენინგებიო და ა.შ. არ იყო ცუდი. მართალია, ფასილიტატორებს დიდი ჯაფა დააწვათ, მაგრამ ეგეც დროებითი იქნებოდა, გაიწაფებოდნენ ჩვენი პედაგოგები და მერე აღარ დასჭირდებოდათ ინტენსიური ფასილიტაცია.
ახლა ისევ გამოცდები და მხოლოდ გამოცდები. ყველა თავისთვისო. კარგია ვითომ? დრო გვაჩვენებს.
მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველა სიახლეს პირველივე წუთებიდან ავყვები ხოლმე. ასე ჯობია, მაინც გატარდება ეს რეფორმა და რაღა გვერდით ჩამიაროს. :)