Friday, January 25, 2019

სად წავიდა ჩვენი სქემა?

 უცნაური გრძნობა მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გაუქმება, თუ გადაგვარებასთან დაკავშირებით.  ნუ რა თქმა უნდა კარგია, წლები რომ აღარ მოგიწევს ლოდინი და წინსვლის პერსპექტივა "ამ საათში" რომ შეიძლება, მაგრამ კრედიტების სისტემაც დარჩენილიყო არა მოჩქარეთათვის. როგორც იქნა, გავააქტიურეთ მასწავლებლები სკოლებში,  აქ წრეო, იქ კლუბიო, არიქა პროექტიო, ტრენინგებიო და ა.შ. არ იყო ცუდი.  მართალია, ფასილიტატორებს დიდი ჯაფა დააწვათ, მაგრამ ეგეც დროებითი იქნებოდა, გაიწაფებოდნენ ჩვენი პედაგოგები და მერე აღარ დასჭირდებოდათ ინტენსიური ფასილიტაცია.
   ახლა ისევ გამოცდები და მხოლოდ გამოცდები. ყველა თავისთვისო. კარგია ვითომ?  დრო გვაჩვენებს.
  მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველა სიახლეს პირველივე წუთებიდან ავყვები ხოლმე. ასე ჯობია, მაინც გატარდება ეს რეფორმა და რაღა გვერდით ჩამიაროს. :)

No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...