Sunday, September 8, 2019

გავიაზროთ პატარა კლასების დადებითი მხარეები

 კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტის მიღწევა კავშირშია კლასის ზომასთან, და ეს შედეგები არ არის უმნიშვნელო.  მოდით, პატარა კლასების (13-17 მოსწავლე) სარგებელი განვიხილოთ უფრო დეტალურად:


1.  უკეთესი ურთიერთობა მოსწავლე- მასწავლებელს შორის
მასწავლებელი მუდმივად ახერხებს ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად მიაქციოს ყურადღება, რაც თავისმხრივ, მოსწავლეებში ეფექტურად ანვითარებს უნარებს.

2. უფრო მორგებული ინსტრუქცია
მასწავლებლებმა ეფექტურობისთვის უნდა დაადგინონ ის სპეციფიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს. დიდ კლასებში ეს შესაძლოა მასწავლებლებისთვის დიდი გამოწვევა იყოს,  რადგან მათ ამის გაკეთების რესურსი არ აქვთ.  მცირე კლასები  მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევენ შესთავაზონ სტუდენტებს უფრო პერსონალიზირებული ინსტრუქცია, ალბათ, ესეც არის აკადემიური მიღწევის ზრდის მიზეზი.

3. კლასი შეიძლება გახდეს უფრო თანამშრომლობითი
დიდ კლასებში, სტუდენტებს აქვთ ურთიერთობა მათ ნაცნობებთან, ზოგიერთი სტუდენტი კი ადვილად შეიძლება გაირიყოს. მცირე კლასებში მოსწავლეები უფრო თანაბრად ერთვებიან, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ყალიბდება მოსწავლეთა თანმიმდევრული ჯგუფი, სადაც   მხარს უჭერენ ერთმანეთს და სწავლობენ. როდესაც სტუდენტები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს თანატოლებისა და მასწავლებლის გარემოცვაში, ისინი, ალბათ, უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს ჩაერთვებიან და არც კითხვის დასმა მოერიდებათ. ამან შეიძლება ნაკლებად გამოიწვიოს მოსწავლეთა ჩამორჩენა და ხელი შეუწყოს მათ უფრო მეტად ჩაერთონ სწავლაში.

4. შესაძლებელია თემების სიღრმისეულად შესწავლა
მცირე ზომის კლასში მასწავლებელი ნაკლებ დროს ხარჯავს დისციპლინაზე და ორგანიზებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დრო ეთმობა  თემების სიღრმისეულ შესწავლას და მოსწავლეებიც მეტად ინტერესდებიან.


5. მასწავლებელი ხანგრძლივად რჩება ერთ ადგილას
მცირე კლასი უადვილებს მასწავლებელს სასწავლო გარემოს მენეჯმენტს და თავდაჯერებულობას მატებს მას. პედაგოგები ბედნიერები არიან და თავს უფრო სრულყოფილად გრძნობენ, როდესაც მათ შეუძლიათ ხარისხიანი სწავლება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხანგრძლივად ითანამშრომლებენ სკოლასთან, რაც სკოლისთვისაც  სარგებელია, რადგან მასწავლებლების დეფიციტი იზრდება. როგორც ბოლო დროინდელმა სტატისტიკამ აჩვენა, მცირე ზომის კლასები იზიდავენ გამოცდილ მასწავლებლებს.

სწორედ ამიტომ, კერძო სკოლები ცდილობენ ყავდეთ პატარა კლასები, რაც მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვისაც მიმზიდველია.

წყარო: www.teachthought.com

მოამზადა თამარ კასრაძემ


No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...