გვერდები
- Home
- ბლოგის შესახებ
- სამოდელო გაკვეთილები
- გარე დაკვირვების გეგმები
- გაკვეთილის რეფლექსიები
- კონფერენციები
- მეთოდოლოგიური ლიტერატურა
- პროფესიული განვითარება
- სქემები
- ჩემი კვლევები
- პროფესიული განვითარების სქემა
- ჩემი შექმნილი რესურსები
- კლუბის სამუშაო გეგმა
- პროექტები
- პრეზენტაციები
- გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკები
- წრეები
- კლუბი
- შეხვედრების უკუკავშირი
- eTwinning
Sunday, December 8, 2019
Tuesday, November 12, 2019
ლექსიკური სავარჯიშო
შევქმენი ახალი რესურსი, ნაგავის გადამუშავების თემაზე. შგიძლიათ მოსწავლეებს აყურებინოთ პეპა გოჭის სერია გადამუშავებაზე, და შემდეგ ამ ლექსიკური სავარჯიშოებით ამუშაოთ. https://quizlet.com/_7hs8n7
Friday, October 25, 2019
Tuesday, October 15, 2019
გამოიცანით ფილმის ჟანრი
თამაშის კოდი - 233218
Sunday, October 13, 2019
რესურსი: მრავლობითი რიცხვის წარმოება - Plural of nouns
რესურსი განკუთვნილია ინგლისურ ენის გრამატიკის, კერძოდ მრავლობითი რიცხვის წარმოების გასავარჯიშებლად. რესურსი მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შესთავაზონ მეტი პრაქტიკა აღნიშნულ გრამატიკულ საკითხზე. ასევე, საგამოცდო რეჟიმში შეამოწმოს საბოლოოდ რა დონეზე შეძლო მოსწავლემ საკითხის გააზრება/დასწავლა.
ლინკი
მე-5 კლასი გაკვეთილი: A Lot of Questions and a Letter
რესურსი განკუთვნილია მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის გაკვეთილი: A Lot of Questions and a Letter - გავლისას. რესურსი მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შესთავაზო მეტი პრაქტიკა ახალი ლექსიკური ერთეულების დასასწავლად. ასევე, საგამოცდო რეჟიმში შეამოწმოს საბოლოოდ რა დონეზე შეძლო მოსწავლემ სამიზნე ლექსიკის დასწავლა.
ლინკი-
ლინკი-
ვისწავლოთ ცხოველები
ჩემი შექმნილი რესურსი შეიძლება გამოყენებუილ იქნას, ინგლისურის გაკვეთილზე, ცხოველების სწავლებისას. მოსწავლეებმა ფოტოებზე დაყრდნობით უნდა ამოიცნონ, ცხოველები და მათი სხეულის ნაწილები
ლინკი -https://create.kahoot.it/share/animals-and-body-parts/14f5573d-647c-4208-9cae-e101d39c4a61
თამაშის კოდი - 0141500
Tuesday, September 10, 2019
Sunday, September 8, 2019
გავიაზროთ პატარა კლასების დადებითი მხარეები
კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტის მიღწევა კავშირშია კლასის ზომასთან, და ეს შედეგები არ არის უმნიშვნელო. მოდით, პატარა კლასების (13-17 მოსწავლე) სარგებელი განვიხილოთ უფრო დეტალურად:
მასწავლებელი მუდმივად ახერხებს ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად მიაქციოს ყურადღება, რაც თავისმხრივ, მოსწავლეებში ეფექტურად ანვითარებს უნარებს.
2. უფრო მორგებული ინსტრუქცია
მასწავლებლებმა ეფექტურობისთვის უნდა დაადგინონ ის სპეციფიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს. დიდ კლასებში ეს შესაძლოა მასწავლებლებისთვის დიდი გამოწვევა იყოს, რადგან მათ ამის გაკეთების რესურსი არ აქვთ. მცირე კლასები მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევენ შესთავაზონ სტუდენტებს უფრო პერსონალიზირებული ინსტრუქცია, ალბათ, ესეც არის აკადემიური მიღწევის ზრდის მიზეზი.
3. კლასი შეიძლება გახდეს უფრო თანამშრომლობითი
დიდ კლასებში, სტუდენტებს აქვთ ურთიერთობა მათ ნაცნობებთან, ზოგიერთი სტუდენტი კი ადვილად შეიძლება გაირიყოს. მცირე კლასებში მოსწავლეები უფრო თანაბრად ერთვებიან, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ყალიბდება მოსწავლეთა თანმიმდევრული ჯგუფი, სადაც მხარს უჭერენ ერთმანეთს და სწავლობენ. როდესაც სტუდენტები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს თანატოლებისა და მასწავლებლის გარემოცვაში, ისინი, ალბათ, უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს ჩაერთვებიან და არც კითხვის დასმა მოერიდებათ. ამან შეიძლება ნაკლებად გამოიწვიოს მოსწავლეთა ჩამორჩენა და ხელი შეუწყოს მათ უფრო მეტად ჩაერთონ სწავლაში.
4. შესაძლებელია თემების სიღრმისეულად შესწავლა
მცირე ზომის კლასში მასწავლებელი ნაკლებ დროს ხარჯავს დისციპლინაზე და ორგანიზებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დრო ეთმობა თემების სიღრმისეულ შესწავლას და მოსწავლეებიც მეტად ინტერესდებიან.
5. მასწავლებელი ხანგრძლივად რჩება ერთ ადგილას
მცირე კლასი უადვილებს მასწავლებელს სასწავლო გარემოს მენეჯმენტს და თავდაჯერებულობას მატებს მას. პედაგოგები ბედნიერები არიან და თავს უფრო სრულყოფილად გრძნობენ, როდესაც მათ შეუძლიათ ხარისხიანი სწავლება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხანგრძლივად ითანამშრომლებენ სკოლასთან, რაც სკოლისთვისაც სარგებელია, რადგან მასწავლებლების დეფიციტი იზრდება. როგორც ბოლო დროინდელმა სტატისტიკამ აჩვენა, მცირე ზომის კლასები იზიდავენ გამოცდილ მასწავლებლებს.
სწორედ ამიტომ, კერძო სკოლები ცდილობენ ყავდეთ პატარა კლასები, რაც მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვისაც მიმზიდველია.
წყარო: www.teachthought.com
მოამზადა თამარ კასრაძემ
Monday, August 19, 2019
PDF ფაილში გადაყვანა
ხშირად გვიწევს პედაგოგებს სხვადასხვა ფორმატში მუშაობა, თუმცა როცა სისტემაში ასატვირთად გვჭირდება დოკუმენტები საჭირო ხდება მათი PDF ფორმატში გადაყვანა.
გთავაზობთ ლინკს, სადაც ნებისმიერი ფორმატის გადაყვანას შეძლებთ PDF ფაილად.
გთავაზობთ ლინკს, სადაც ნებისმიერი ფორმატის გადაყვანას შეძლებთ PDF ფაილად.
Sunday, June 2, 2019
Friday, April 5, 2019
Tuesday, February 26, 2019
Friday, February 22, 2019
Saturday, February 16, 2019
მოდი ვცადოთ PBL
წამიკითხავს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ (Project Based Learning), თუ როგორი ეფექტურია ის ბავშვების დასაინტერესებლად, მათ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად და რაც მთავარია, თუ როგორ იმდიდრებენ და იღრმავებენ მოსწავლეები ცოდნას ამ მიდგომით.
რას გულისხმობს კონკრეტულად პროექტული სწავლება?! ეს არის სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები სწავლობენ საგანს, რაიმე კონკრეტული, ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრის გზით. მათ აქვთ გამოწვევა, რომელიც ამ საგნის დახმარებით უნდა გადაჭრან. ეს მოიცავს, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამ საკითხზე მუშაობას. თითქოს, გაკვეთილების მიზანი ამ კონკრეტული პრობლემის გადააჭრაა და არა თვითონ სწავლების საგანი.
ანუ, მოსწავლეებს ისეთი ხანგრძლივი პრობლემა უნდა მივცე გადასაჭრელად, რისთვისაც ინგლისური ენა(ჩემი საგანი) მხოლოდ მიზნის მისაღწევი საშუალება იქნება, და ეს მიზანი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ ნიშანია. ხოდა, დავიწყე...
ხუთ სხვადასხვა კლასს ვასწავლი, მათგან ამოვარჩიე ერთ-ერთი (მე-8 კლ.) და გადავედი პროექტულ სწავლებაზე. მე-8 კლასის სახელმძღვანელოში ამჟამად გავდივართ ციფრულ ტექნოლოგიების თემას, ხოდა მეც მოსწავლეებს შევთავაზე შექმნან წყვილებში ბლოგები და იქ შეასრულონ მიცემული დავალებები. აქ ისტის მასწავლებელის ფუნქციაც შევითავსე. პირველ გაკვეთილზე ფოსტის შექმნა, იქედან ბლოგზე გადასვლა და დიზაინის შერჩევა ვასწავლე. პირველი დავალება მივეცი, საკუთარ თავზე მოკლედ უნდა დაწერონ სახელმძღვანელოში მოცემული მოდელის მიხედვით. ასევე, ბლოგზე უნდა წერონ მოკლე პოსტები, შესრულებულ დავალებასთან დაკავშირებით ე.წ. ელექტრონული დღიური აწარმოონ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ინგლისურად.
მეც შევქმენი ბლოგი, სადაც ყველა მათგანის ბლოგს მოვუყარე თავი. ეს ბლოგები იქნება მათი ელექტრონული პორტფოლიო, სადაც სემესტრის განმავლობაში ყველა ნამუშევარს განათავსებენ. აქ ატვირთავენ პრეზენტაციებს, რომელსაც კლასში გააკეთებენ, ვიდეოებს, რომელსაც კონკრეტულ საკითხზე გადაიღებენ და ა.შ.
ჩავთვალე, რომ ეს არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება და რა შედეგზე გავალ ვნახოთ სემესტრის ბოლოს.

Friday, January 25, 2019
სად წავიდა ჩვენი სქემა?
უცნაური გრძნობა მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გაუქმება, თუ გადაგვარებასთან დაკავშირებით. ნუ რა თქმა უნდა კარგია, წლები რომ აღარ მოგიწევს ლოდინი და წინსვლის პერსპექტივა "ამ საათში" რომ შეიძლება, მაგრამ კრედიტების სისტემაც დარჩენილიყო არა მოჩქარეთათვის. როგორც იქნა, გავააქტიურეთ მასწავლებლები სკოლებში, აქ წრეო, იქ კლუბიო, არიქა პროექტიო, ტრენინგებიო და ა.შ. არ იყო ცუდი. მართალია, ფასილიტატორებს დიდი ჯაფა დააწვათ, მაგრამ ეგეც დროებითი იქნებოდა, გაიწაფებოდნენ ჩვენი პედაგოგები და მერე აღარ დასჭირდებოდათ ინტენსიური ფასილიტაცია.
ახლა ისევ გამოცდები და მხოლოდ გამოცდები. ყველა თავისთვისო. კარგია ვითომ? დრო გვაჩვენებს.
მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველა სიახლეს პირველივე წუთებიდან ავყვები ხოლმე. ასე ჯობია, მაინც გატარდება ეს რეფორმა და რაღა გვერდით ჩამიაროს. :)

Subscribe to:
Posts (Atom)
სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას
ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...